The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გეგეშიძე

მიხეილ გეგეშიძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1982  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს.

იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1948 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, ერთდროულად 1949 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1951-1954წწ. იყო ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1954-1959წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1961-1966წწ. - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე; 1966-1982წწ. - ამავე ინსტიტუტის კონკრეტულ სოციოლოგიურ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი; მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ზოგადად კულტურის ისტორიის კარდინალურ პრობლემებს (სამეურნეო ყოფა და კულტურა, თანამრდროვე ყოფა და კულტურა, ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, ეკოლოგიის კულტურულ-ისტორიული და სოციოლოგიური პრობლემები, კონკრეტული სოციოლოგიის საკითხები და სხვა); ქართულ ეთნიგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით წარმოაჩინა ბორბლის წარმოშობისა და განვითარების შესაძლებელი გზა. უძველეს ხანაში ჩასახულ სარწყავ მიწათმოქმედებას დაუკავშირა კულტურულ მცენარეთა მრავალგვარობა საქართველოში; დაამუშავა ეთნიკური კულტურების დაახლოებისა და ურთიერთგამდიდრების პრობლემა; თანამედროვეობაში ეთნიკური ტრადიციების გონივრული გამოყენების მიზნით გამოავლინა მათი ბუნება, სტრუქტურა და ფუნქციები, შეისწავლა მათი სტაბილურობა და ფუნქციები, შეისწავლა მათი სტაბილურობა და ტრანსფორმაციის საკითხები; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ისტორიული სურათის ფონზე წამოჭრა თანამედროვე ეკოლოგიის საკითხები, პირველმა ქართველ მეცნიერთა შორის გამოავლინა კონკრეტულ-სოციოლოგიურ კვლევათა მეთოდები საქართველოს მთის რეგიონთა სოციალური განვითარების პრობლემათა შესასწავლად; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.572

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ)
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: