The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჩურსინი

გრიგოლ ჩურსინი
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1874
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1930  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ეისკი.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

1929 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ეთნოგრაფიული მასალის შესაგროვებლად ჩაატარა მრავალი ექსპედიცია კავკასიაში, რომლის საფუძველზე გამოაქვეყნა ეთნოგრაფიული ხასიათის შრომები, მათ შორის საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებზე და ცალკეულ გეოგრაფიულ ობიექტებზე ("კახეთის ხალხის ჩვეულება და სარწმუნოება" - 1906; "ბახმარო" - 1901; "მახინჯაური" - 1902 და სხვა). 1913 წლიდან იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მდივანი. ა. ლაისტერთან ერთად გამოაქვეყნა "კავკასიის გეოგრაფია"(1924) და "ამიერკავკასიის გეოგრაფია" (1929). რუსი ეთნოგრაფი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.171

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: