The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჭავჭავაძე

მიხეილ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1944
გარდაცვ. თარიღი:1995  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1960 წელს ჩააბარა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, 1962 წელს გადავიდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც 1967 წელს დაამთავრა.

1967-1969 წლეებში ზუგდიდის თეატრის სადადგმო ნაწილის გამგედ მუშაობდა; 1969-1982 წლებში რუსთაველის თეატრის მხატვარი, ხოლო 1974 წლიდან მეტეხის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. წლების მანძილზე სხვადასხვა თეატრში მიწვევით აფორმებდა სპექტაკლებს. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში: დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", ალ. ჩხაიძის "ხიდი" და "სამიდან ექვსამდე", შ. დადიანის "გუშინდელნი", ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი", შექსპირის "იულიუს კეისარი", თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის", თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი"; მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეტრში: ვ. დარასელის "კიკვიძე"; ა. ჰაკეტისა და პ. გუდრიჩის "ანა ფრანკის დღიური"; დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"; ბ. ბრეჰტის "სიმონა მარშარის სიზმრები"; ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"; მეტეხის თეტრში: შექსპირის "ჰამლეტი", ბ. ბრეჰტის "სამგროშიანი ოპერა", მ. სერვანტესის "მწუხარე სახის რაინდი", ეგ. ნინოშვილის "პარტახი", პ. ვაისის "დიქტატორი აბაზანაში" და სხვა; მარჯანიშვილის თეტრში: ჰ. იბსენის "მოჩვენებანი", ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"; საარბრუკენის საქალაქო თეტრში დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", ხოლო შტატ თეატრში ფ. დოსტოევსკის "იდიოტი" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.3-4

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის სპექტაკლის "ბედნიერი ბილეთის" სცენოგრაფიისთვის
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: