Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1960 წელს ჩააბარა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, 1962 წელს გადავიდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც 1967 წელს დაამთავრა. 1967-1969 წლეებში ზუგდიდის თეატრის სადადგმო ნაწილის გამგედ მუშაობდა; 1969-1982 წლებში რუსთაველის თეატრის მხატვარი, ხოლო 1974 წლიდან მეტეხის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. წლების მანძილზე სხვადასხვა თეატრში მიწვევით აფორმებდა სპექტაკლებს. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში: დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", ალ. ჩხაიძის "ხიდი" და "სამიდან ექვსამდე", შ. დადიანის "გუშინდელნი", ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი", შექსპირის "იულიუს კეისარი", თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის", თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი"; მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეტრში: ვ. დარასელის "კიკვიძე"; ა. ჰაკეტისა და პ. გუდრიჩის "ანა ფრანკის დღიური"; დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"; ბ. ბრეჰტის "სიმონა მარშარის სიზმრები"; ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"; მეტეხის თეტრში: შექსპირის "ჰამლეტი", ბ. ბრეჰტის "სამგროშიანი ოპერა", მ. სერვანტესის "მწუხარე სახის რაინდი", ეგ. ნინოშვილის "პარტახი", პ. ვაისის "დიქტატორი აბაზანაში" და სხვა; მარჯანიშვილის თეტრში: ჰ. იბსენის "მოჩვენებანი", ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"; საარბრუკენის საქალაქო თეტრში დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", ხოლო შტატ თეატრში ფ. დოსტოევსკის "იდიოტი" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.3-4 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |