შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეხნია ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიაიმერეთის სამეფოს სახლთუხუცესი, ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის მეთაური. დაწინაურდა ალექსანდრე III-ის (1639-1660) და განსაკუთრებით ბაგრატ IV- ის მეფობაში (1660-1681). მისი პირადი ინტერესების შესაბამისად წყდებოდა ბაგრატის ტახტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი; 1663 წელს ჩხეიძისა და მისი მომხრე თავადების დახმარებით ბაგრატმა ტახტი დაიბრუნა. 1666 წელს მისი ინიციატივით ქუთაისის ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1668 წელს მან კვლავ გაამეფა ბაგრატ IV, მაგრამ მალე ისევ განუდგა მას და ქუთაისის ციხე ისევ ოსმალებს ჩააბარა. იგი დაიღუპა ბაგრატ IV -ისა და მის მომხრეებთან ბრძოლაში ჩხართან. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.175
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |