The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ჩხენკელი

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1891
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1974  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ფიზიკო-მათემატიკური ფაკულტეტი აგრონომიის განხრით 1921 წელს.

1939 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის კათედრა, რომელსაც 1972 წლამდე განაგებდა. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის რეჟიმი, რომელიც საფუძვლად დაედო სარწყავი სისტემების დაპროექტება-მშენებლობას. ქართულ ენაზე პირველმა შეადგინა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტთათვის ორიგინალური სახელმძღვანელო "სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია". აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1947), პროფესორი(1948).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.176

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: