The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ თუშიშვილი

თამარ თუშიშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1989  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

1927-1930წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ რუსთველის თეატრში დატოვეს მსახიობად; 1948 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სადუბლიაჟო განყოფილებაში. თეატრში ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლებოდა. შესრულებული აქვს 50-ე როლი, მათ შორის: ზეინაბი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბარონესა შტრონმერი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), დარეჯან დედოფალი, მართა (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები", "არსენა"), სიდონია (გ. ერისთავის "დავა"), პრასკოვია პავლოვნა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მანეფა (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც  შეცდება"), ვარვარა (ვ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), ბოჩკარიოვა, ვარვარა (ალ. კორნეილჩუკის "პლატონ კრეჩეტი", "ბოგდან ხმელნიცკი"), ემილია (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვა.; გადაღებულია ფილმებში: "ჭრიჭინა" (ჩიტოლია, 1954), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "ჩიორა" (1984) და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.52; ეროვნული ფილმოგრაფია:geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: