The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰაზირა

ჰაზირა
ოფიციალური სახელი:აბრამ აბრამოვი
დაბადების თარიღი:1845
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1922  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯივანქის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შულავერი, მარნეულის რაიონი.

ლექსებს თხზავდა და მღეროდა ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად; საიათნოვას ცნობილი შემოქმედებითი მემკვიდრე; ქალაქური პოეზიის ფორმებისა და სახეების ერთ-ერთი ფუძემდებელი; აღზარდა მრავალი აშუღი(ძირითადად ბრმები), რომელთაც ასწავლიდა სიმღერებს, ქამანჩის, დაირის, ჭიანურის დაკვრას; ისინი დადიოდნენ საქართველოს დაბა-სოფლებში და ავრცელებდნენ თავისი მასწავლებლის სიმღერებს; ჰაზირამ ერთ-ერთმა პირველთაგანმა აამეტყველა ხალხურ პოეზიაში დიდი მოურავი, ანუ გიორგი სააკაძე; მისი პოეზიისათვის დამახასიათებელია პატრიოტული და სოციალური თემატიკა; ეკუთვნის სიმღერები და ლექსები, რომლებიც პოპულარული იყო XIX საუკუნის 90-იან წლებში, მათ შორის: სოციალური ყოფის ამსახველი "სადაც არის გათენდება, აღზდექ, მუშავ, შენ!" ამ სიმღერის მელოდია ჩაიწერეს ალ. ოჰანეზაშვილმა, კ. ფოცხვერაშვილმა, პოპულარული იყო აგრეთვე "აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის სტირის საქართველო!"; XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქართულ სათეატრო წარმოდგენებში აქტებს შორის უკრავდა ჰაზირას "დარფა", ანუ "ჰაზირას დასტა", ანსამბლი რომელიც მღეროდა პიესის შესაბამის ლექსებს, რითაც აძლიერებდა წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას; 1920 წელს თბილისში "მუშათა კლუბში" სახელგანთქმული აშუღის იუბილე აღინიშნა; იყო უაღრესად პოპულარული აშუღი, "აშუღთა მამად შერაცხული, თბილისური აშუღურ-ბოჰემური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, დაირის დაკვრის ოსტატი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 602; საქართველოს სამეფო: georoyal.ge; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.141

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: