The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბალისევიჩი

დაბადების თარიღი:3 მარტი, 1919  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1938 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 რკინიგზის შრომის სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1942-1943 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1943-1961 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტ-მოცეკვავე, 1943-1947 წლებში მუშაობდა ქართული ცეკვის მასწავლებლად თბილისის მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში, თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, ბავშვთა კოლონიაში, აბაშის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ლევან ბალისევიჩი ასრულებდა შემდეგ სოლო-ცეკვებს: "ნეტავი გოგო მე და შენ", "ოსური დუეტი", სვანური ცეკვა "შეირადა", სოლო ნომერი "ხორუმში" და სხვ. 1985 წელს იყო მსუბუქი მრეწველობის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ "ბერმუხას" მომღერალი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: