The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიშა ნაცვლიშვილი

გრიშა ნაცვლიშვილი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1996  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

ბათუმის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1930 წელს შევიდა საქართველოს სამსახიობო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე.

1933-1934წწ. მუშაობდა სიღნაღისა და სოხუმის თეატრებში; 1938 წლიდან იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კასიო (უ. შექსპირის "ოტელო"), გრენგოლი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), კრეჩინსკი (სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), ლუარსაბ მეფე (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), რევაზ მებურიშვილი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ლამაზი მამაკაცი (ს. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილი "ჩაძირული ქვები"), ამილახვარი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ბრეგვაძე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), კორადო (ვ. ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი"), დიკედილე (დ. სანიკიძის "მედეა"), სოლეიმან ხანი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მელქისედეკ კათოლიკოსი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"), კახიანი (დ. კლდიაშვილის "გმირთა თაობა") და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ჩემი მეგობარი ნოდარი" (ტიტე ვაჩაძე, 1967), "წიგნი ფიცისა" (1983), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (იროდიონი, 1983), "ანემია" (1987), "დახატული წრე" (1988), "ექსპრეს-ინფორმაცია" (1993) და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.52; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: