The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ბეროიანი

არტემ ბეროიანი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1963  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სამრევლო სკოლის დამთავრების  შემდეგ მუშაობა დაიწყო ლითონის სადნობ სახელოსნოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა თბილისის რკინიგზის სახელოსნოში - დეპოში. პარალელურად მონაწილეობდა "ავჭალის" აუდიტორიაში გამართულ წარმოდგენებში; 1898 წელს მონაწილეობა მიიღო ბაქოში მოწყობილ გაფიცვებში; 1899 წელს პირველად გამოვიდა ერთ-ერთ მთავარ როლში სპექტაკლში "მსხვერპლის ნაცვლად მსხვერპლი"; 1901 წელს მუშაობა დაიწყო სომხურ დრამატულ დასში. იგი საბჭოთა სომხური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია; 1924 წელს მისი თაოსნობით ერევანში დაარსდა "რევოლუციური თეატრი"; 1925 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სომხური დრამის თეატრის მსახიობი იყო; ნათამაშები აქვს 400-ზე მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ზამბახოვი, ზიმზიმოვი, ფარსიღა (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", "პეპო", "დაქცეული ოჯახი"), სატინი (მ. გორკის "ფსკერზე"), ანანია (გ. სუმბათაშვილის "ღალატი"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ბაღდასარი (ვ. ფაფაზიანის "კლდე"), შტეფანი (ი. გალანის "სიყვარული გარიჟრაჟზე") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.54; ru.hayazg.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1934 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: