Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა აფაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1937 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თატრალური ინსტიტუტი 1941 წელს. მოწაფეობის პერიოდში მონაწილეობდა მუშა-ახალგაზრდობის თატრში; 1641 წლიდან იყო კ. მარჯანიშვლის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრობ გორა"), გულქანი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ლალი (კ. კალაძის "ლალი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ირინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მაგდანა (ს. შანშიაშვილის "ახალი ფუძე"), ნინა (ბ. ქელბაქიანის "ჩვენი პირადი საქმე"), ნინო (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვა; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში დამდგმელ-რეჟისორად. განახორციელა სატელევიზიო დადგმები: რ. ერისთავის "უჩინმაჩინი", ნ. ლორთქიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცი", ა. არბუზოვის "ძველმოდური კომედია" და სხვა. არის რამდენიმე რადიო და სატელევიზიო გადაცემების ავტორი და რეჟისორ-დამდგმელი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.57; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.75 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |