შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ისნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის საესტრადო სტუდიაში. პარალელურად მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა კლუბში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1938 წელს გადავიდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომელიც შემდგომ გადაკეთდა თეატრალურ ინსტიტუტად. 1942 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1973-1974წწ. რუსთაველის სახელობის თეატრისაგან მოუწყვეტლად მუშაობდა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხური დრამის თეატრის დირექტორად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ალავერდი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარკიზი (ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), ბრისაილი (როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ჯაფარ ყული ხანი, შეთე (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები, "ხევისბერი გოჩა"), სენატორი (უ. შექსპირის "ოტელო"), მამაევის მსახური (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), ეფრეიტორი კუნცი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ბრიგადირი (ლ. ჭუბაბრიას "ჩვენი ფრთები"), ყარა იუსუფ (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ქალაქი ადრე იღვიძებს" (ქარხნის მუშა, 1967), "გასეირნება თბილისში" (ნამდვილი თბილისელი და სხვები, 1967). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.57; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |