The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბოჩია არჩაია

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე არჩაია
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1973  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ახალსენაკი, სენაკის რაიონი.

ახალსენაკის სკოლის დამთავრების შემდეგ, 1930 წელს სწავლა განაგრძო თბილისის მე-15-ე შრომის სკოლაში.

1931 წელს მუშაობდა ჯერ ზუგდიდის, ხოლო შემდეგ ფოთის თეატრებში, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ნადირა (გ. მდივნის "სამშობლო"), ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ციმბირელი (გ. წერეთლის "სამი სიცოცხლე") და სხვ.; 1937 წლიდან მსახიობად მუშაობდა ცხაკაიას თეატრში, სადაც განასახიერა სხვადასხვა ხასიათის როლები: მებადური (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მიკიჩა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ოთარ გუნია (ე. ქურდიანის "ქარიშხლის მოლოდინში"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ფიჩხულა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფარსმანი (ს. მთვარაძის "აღმოჩენა"), გეგუა (ა. წერეთლის "კინტო"), მაქსიმე (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: