Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბოჩია არჩაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ახალსენაკი, სენაკის რაიონი. ახალსენაკის სკოლის დამთავრების შემდეგ, 1930 წელს სწავლა განაგრძო თბილისის მე-15-ე შრომის სკოლაში. 1931 წელს მუშაობდა ჯერ ზუგდიდის, ხოლო შემდეგ ფოთის თეატრებში, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ნადირა (გ. მდივნის "სამშობლო"), ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ციმბირელი (გ. წერეთლის "სამი სიცოცხლე") და სხვ.; 1937 წლიდან მსახიობად მუშაობდა ცხაკაიას თეატრში, სადაც განასახიერა სხვადასხვა ხასიათის როლები: მებადური (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მიკიჩა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ოთარ გუნია (ე. ქურდიანის "ქარიშხლის მოლოდინში"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ფიჩხულა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფარსმანი (ს. მთვარაძის "აღმოჩენა"), გეგუა (ა. წერეთლის "კინტო"), მაქსიმე (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.59 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |