The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ შენგელია

დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1945  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოღა, ჩხოროწყუს რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1930 წელს.

მუშაობდა თიანეთის რაიონის სიმონიანთხევის სკოლის დირექტორად (1931-1932), მანგლისის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად (1932-1936), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის სკოლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად (1936). აქვს ნაშრომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკასა და ლიტერატურის თეორიაში, აღსანიშნავია "ქართული ენის მეთოდიკა" (1939; თანაავტორი გ. გაბედავა) და "ლიტერატურის თეორია" (1941, თანაავტორი პ. ხუბუტია). მეთოდისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.716

ბიბლიოგრაფია

  • ლიტერატურის თეორია : დამხმარე სახელმძღვანელო საშ. სკოლის მასწავლებელთათვის (თანაავტორი). - თბილისი, 1941. - 98გვ.
  • ქართული ენის მეთოდიკა : პედსასწავლებლის მოწაფეთა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1939. - 95გვ.

გააზიარე: