The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი შერაზადიშვილი

დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1980  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა რუსთაველის სახალხო თეატრთან არსებული სტუდია 1933 წელს.

1938 წლიდან მუშაობდა სოხუმის, გორის, თელავის და ველისციხის თეატრებში. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე კი ცხინვალის ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი და რეჟისორი იყო. მან 250-ზე მეტი სახე შექმნა სცენაზე. გოჩა (ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ლევან ჩადუნელი (მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), კომბლე (ნახუცრიშვილის "კომბლე"), ჟამთაბერი (ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ლევანი (ერისთვის "სამშობლო"), თინიბეგი (მრევლიშვილის "ზვავი"), ოთარ-ბეგი და ანანია (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვა. როგორც რეჟისორმა, 40-მდე პიესა დადგა:  "ხევისბერი გოჩა" (ყაზბეგის მიხედვით), ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", შატბერაშვილის "ფიქრის გორა", ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.718

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: