The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე დონელი

ელენე დონელი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1908
გარდაცვ. თარიღი:1974  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, გორის მაზრა.

1926 წელს თბილისის რკინიგზის მე-4 ცხრაწლიანი შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ ექსპერიმენტულ სტუდია-სახელოსნოში.

1928-1948წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: ზაირა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ლამარა, ლაგაზი (გრ. რობაქიძის "ლამარა"), ლაჰილი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ფატი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), კორინკინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მარინა (ლ. სლავინის "ინტერვენცია"), დედა (გ. მდივნის "ალკაზარი"), კატო (ს. მთვარაძის "შლეგი"), ქეთევან ორბელიანი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები") და სხვ.; ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა რუსთაველის თეატრი, მაგრამ არც ამის შემდეგ გაუწყვეტია კავშირი ხელოვნებასთან, სარეწაო კოოპერაციის კულტურის ცენტრალურ სახლში რეჟისორ-პედაგოგად დაიწყო მუშაობა. აქ განახორციელა შემდეგი სპექტაკლები: გ. ჭიჭინაძის "ამერიკული სკოლა", თ. ფერაძის "ვინ მოტყუვდა", თ. ჩხაიძის "საახალწლო მაყრიონი" და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.66; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.90

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: