შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აპოლონ შეროზია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უშაფათი, სენაკის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილება 1951 წელს. 1955-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში; 1960-1981წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის ფილოსოფიური საფუძვლები, რომელსაც ორტომიანი გამოკვლევა მიუძღვნა. განწყობის თეორიის შუქზე იკვლევდა ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნებას, აჩვენებდა ძირეულ განსხვავებასა და დაპირისპირებას დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიასა და ფროიდის ფსიქოანალიზს შორის, შეიმუშავა ორიგინალური კონცეფცია ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ერთიანობის შესახებ. ამ ასპექტში შეისწავლა პიროვნების ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვით ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკური ერთიან ადამიანურ ფსიქიკას ქმნის, რაც საფუძვლად უდევს პიროვნების მთლიანობას. იგი იკვლევდა XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული ფილოსოფიური აზროვნების ძირითად მიმართულებებს, რომელსაც მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.720; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |