The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია არობელიძე

დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1918  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის რაიონი.

1937 წელს დაამთავრა ქ. მახარაძის(ოზურგეთი) საშუალო სკოლა; 1938 წელს მახარაძის სახელმწიფო თეატრში მსახობად დაიწყო მუშაობა; 1939 წელს შევიდა თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ მსახიობთა სკოლაში; 1941 წელს სტუდია დაიხურა და იგი მახარაძის თეატრს დაუბრუნდა; 1967-1970წწ. მახარაძის რაიონის კულტურის სახლებში და კლუბებში მუშაობდა დრამატული წრეების ხელმძღვანელად; 1970-1972წწ. იყო ლაითურის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადამღები ჯგუფის დირექტორის მოადგილედ; 1972-1973წწ. იყო თბილისის თოჯინების ქართული თეატრის მსახიობი; 1973-1979წწ. კვლავ მახარაძის თეატრში განაგრძო მოღვაწეობა; 1979 წელს პენსიაზე გავიდა; 1980 წლიდან მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სახალხო თეატრის რეჟისორად. მახარაძის თეატრის სცენაზე შესრულებული აქვს 100-მდე როლი, მათ შორის აღსანიშნავია: სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), ანდრო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ნიკოლი (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), ონისე (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ჩონთა, ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ჩუბინა (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ლევანი, იასონი (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ჯიბილო, მირიანი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ასლან გირეი (ალ. ყაზბეგის "ელეონორა"), დათიკო (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), ჟერონტი (მოლიერის "ძალად ექიმი"), პასტორ მანდერსი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი") და სხვა. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: ალ. ჩხაიძის "დაბრუნება", გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი", ი. გრუშასის "სიყვარული, ჯაზი და ეშმაკი", ა. სამსონიას "ჩემი შვილი სიმონი", ე. ბოიაჯიევის "დღესასწაული ჩვენს სახლებში" და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • სახალხო თეატრების საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების პირველი ხარისხის დიპლომი
    გ. ბერძენიშვილის სპექტაკლის "დაჭრილი არწივის" დადგმისთვის

გააზიარე: