Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გრაკალი, კასპის რაიონი. დაამთავრა გორის ქალთა შრომის მე-4 სკოლა 1925 წელს. 1926-1934წწ. მუშაობდა სცენისმოყვარედ გორის რკინიგზის მუშათა კლუბთან არსებულ დრამწრეში, შემდეგ გადავიდა გორის მუშათა ცენტრალური კლუბის დრამწრეში; 1938 წლიდან გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტასია, ჯიბგირი (ი. გედევანიშვილის "გადასასვლელზე"), ქაბატო, დიდედა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კაწაწა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), სალომე (ა. წერეთლის "კინტო"), ანუშკა, გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პოლინა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), მარსედინა (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სმერალდინა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ფრაუ მილერი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.68 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |