The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურგენ ანთაძე

გურგენ ანთაძე
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1993  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: ქ. მოსკოვში N12 სამშენებლო ტრესტ "ლეგპრომსტროის" სპეციალური სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; ფოთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ანასეულის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის ფოთის ფილიალის მთავარ ინჟინრად მშენებლობის დარგში; 1975-1989წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილე; 1989-1993წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის და მელიორაციის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: