Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურგენ ანთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: ქ. მოსკოვში N12 სამშენებლო ტრესტ "ლეგპრომსტროის" სპეციალური სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; ფოთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ანასეულის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის ფოთის ფილიალის მთავარ ინჟინრად მშენებლობის დარგში; 1975-1989წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველის მოადგილე; 1989-1993წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის და მელიორაციის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.51 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |