შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1946წწ. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ბანკში საკრედიტო ინსპექტორად; 1946-1957წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" სახელშეკრულებო და სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; 1957-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსად; 1974-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში კაპიტალური დაბანდებების სამმართველოს უფროსად; 1992-1994წწ. იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რესტრუქტურიზაციისა და ინვესტიციების სამმართველოს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებისა და უცხოური ინვესტიციების მთავარი კონსულტანტი; იყო აქტიური მონაწილე ქ. რუსთავის კომპლექსური განაშენიანების; დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისა და სახალხო მეურნეობის დარგების კაპიტალდაბანდებებით უზრუნველყოფის საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.51
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |