The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ანთაძე

თინათინ ანთაძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1920  (103 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1946წწ. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ბანკში საკრედიტო ინსპექტორად; 1946-1957წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" სახელშეკრულებო და სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; 1957-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსად; 1974-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში კაპიტალური დაბანდებების სამმართველოს უფროსად; 1992-1994წწ. იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რესტრუქტურიზაციისა და ინვესტიციების სამმართველოს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებისა და უცხოური ინვესტიციების მთავარი კონსულტანტი; იყო აქტიური მონაწილე ქ. რუსთავის კომპლექსური განაშენიანების; დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისა და სახალხო მეურნეობის დარგების კაპიტალდაბანდებებით უზრუნველყოფის საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.51


გააზიარე: