შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პანტელეიმონ ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი. 1922 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში პირველმა განასახიერა ინდუსტრიალიზაციის თემა (რომანები "სართულები" და "ამხანაგი ბუთხუზი", ორივე 1931); გურია-სამეგრელოში 1905-1907 წლების რევოლუციურ ვითარებას მიუძღვნა რომანი - "ნაბიჯები" (1933), საკოლმეურნეო მშენებლობას რომანი - "ახალი ხმელეთი" (არ დაუმთავრებია). თანამედროვე თემატიკას ეხება პ. ჩხიკვაძის მოთხრობები ("რომანტიული ამბავი", 193; "შეძლებული ცხოვრებისაკენ", 1934; "მეცხრე ცაზე", 1936 და სხვა) და ნარკვევები. მწერლის თხზულებებს პოპულარობა მოუპოვა აქტუალურმა პრობლემატიკამ. წყარო: საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.177; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.108 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |