Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ანთელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1958 წელს ქალაქ ვორონეჟის სამშენებლო ობიექტზე; 1975-1977წწ. იყო ოჩამჩირისა და კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1978 წელს დაინიშნა სამხატვრო ფონდის ქანდაკების კომბინატის დირექტორად; იყო საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზმრეწვის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; პენსიაში გასვლამდე მუშაობდა "საქტრანსგაზმრეწვის" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ზღვის დასახლებაში არსებული პანსიონატის, ბარნოვის, რიგის, ნაფარეულისა და კოოპერაციის ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვაშლიჯვრისა და დიდი დიღმის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში, გაგრის მეფრინველეობის ფაბრიკის მოდერნიზაციაში, თბილისის (ვაკის პარკის), სენაკის და დიდგორის ომში დაღუპულთა მემორიალების, ასევე, დავით კლდიაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლების აგებაში; "ქუთაისი-სოხუმის", "სამტრედია-ქობულეთის" (ფოთში განშტოებით) მაგისტრალური გაზსადენების და ბაკურიანის გაზსადენის მშენებლობაში, ბაკურიანისა და ზუგდიდის გაზიფიკაციაში, მაგისტრალური გაზსადენის წითელი ხიდის მონაკვეთზე შესრულებულ აღდგენით სამუშაოებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.52
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |