Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ანუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1955 წელს. ამავე წლიდან სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. შრომითი საქმიანობა სამშენებლო სფეროში დაიწყო 1960 წლიდან ქ. ტყვარჩელში, მაღაროს მშენებელ ოსტატად; იყო ოჩამჩირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი, შემდგომ მისი უფროსი; გასული საუკუნის 70-იან წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად და მისი ხელმძღვანელობით აშენდა "გაგრა-ბიჭვინთისა" და "გუდაუთა-ახალი ათონის" ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების კომპლექსები; 1980 წელს დაინიშნა აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი სამუშაოების გაერთიანების დირექტორად; 1984 წლიდან სათავეში ედგა, მისი ინიციატივით შექმნილ, აფხაზეთის სასოფლო საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანებას "აფხაზსოფკომუნბინმეურნეობა", რომელსაც ხელმძღვანელობდა 1993 წლამდე; მონაწილეობდა არაერთი კულტურულ-ისტორიული ძეგლის აღდგენაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ამ მხვრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომანის (ქ. სოხუმის მახლობლად) საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაცია; 1993 წელს, სეპარატისტების მიერ გაღვივებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, ის ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი მრწამსის და 1993 წლის 5 ივლისს მოწამებრივად აღესრულა სოფელ კომანში, მის მიერ აშენებული ეკლესიის მახლობლად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.52; orthodoxy.ge; kvirispalitra.ge; meca.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |