შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მრავლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1926 წელს, თბილისის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ თბილისის მუშათა(1926-1928), თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული(1928-1930), ქუთაისის(1931-1932) თეატრებში. 1932-1933 წლებში იყო სახკინმრეწვის კინოფილმის გადამღები ჯგუფის უფროსი. 1934-1940 წლებში მუშაობდა ტექნიკურ რეჟისორად კოტე მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო 1940-1955 წლებში იყო ბათუმის თეატრში დამდგმელი რეჟისორი, შემდეგ იმავე თეატრში გადაყვანილ იქნა სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1940 წელს ბათუმში შეთავსებით მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: აჭარის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ, რეპერტკომის უფროსად და სხვ. გიორგი მრავლაძემ განახორციელა 35-ზე მეტი დადგმა, მათ შორის აღსანიშნავია: პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულოდ დამნაშავენი", კ. სიმონოვის "მელოდე", ვ. შკვარკინის "სხვისი ბავშვი", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.26 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |