შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიუდმილა გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. ჩოხატაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა სოფ. ძირულას საშუალო სკოლაში, 1931-1935 წლებში კი მასწავლებლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, პარალელურად სწავლობდა თბილისის სასცენო ხელოვნების ორწლიან სასწავლო კურსებზე. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ბაქოს ქართულ (1935-1937), ხაშურის (1937-1942), გორის (1942-1949) თეატრებში. 1949 წლიდან ბათუმის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვარდო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), დესპინე, კნეინა, სიდუ(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი", "გეგეჭკორი"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ანა დიმიტრიევნა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), რაშელი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), თელი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ნათელა (გ. მდივნის "სამშობლო") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.27 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |