The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიუდმილა გურგენიძე

Date of birth:22 March, 1909  (115 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი.

ჩოხატაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა სოფ. ძირულას საშუალო სკოლაში, 1931-1935 წლებში კი მასწავლებლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, პარალელურად სწავლობდა თბილისის სასცენო ხელოვნების ორწლიან სასწავლო კურსებზე. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ბაქოს ქართულ (1935-1937), ხაშურის (1937-1942), გორის (1942-1949) თეატრებში. 1949 წლიდან ბათუმის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვარდო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), დესპინე, კნეინა, სიდუ(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი", "გეგეჭკორი"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ანა დიმიტრიევნა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), რაშელი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), თელი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ნათელა (გ. მდივნის "სამშობლო") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.27

Awards and Honors

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1955 - აჭარის დამსახურებული არტისტი

Share: