The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ აბესაძე

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის სარეჟისორო განყოფილება 1965 წელს.

1965 წელს თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში დადგა ო. იოსელიანის "ოქროთი სავსე ქვეყანა". 1965-1972წწ. მახარაძის(ოზურგეთი) ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია. ამავე წლებში პარალელურად დგამდა სპექტაკლებს მახარაძის პიონერთა სახლში. 1972-1974წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1975-1985წწ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორია, ხოლო 1986-1989წწ. ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოსური დასის მთავარი რეჟისორი. მისი დადგმები გამოირჩევა დახვეწილი სცენური ფორმით, ნაწარმოების არსში წვდომით, თანამედროვე თვალთახედვითა და გემოვნებით. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია : გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო", გ. ბერძენიშვილი "დაჭრილი არწივი", ნ. გოგოლის "რევიზორი", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები", ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან" და "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", ე. იურანტონის "მეცხრე წმინდანი", გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი" (ამ სპექტაკლში რეჟისორმა შეასრულა თამაზ იაშვილის როლი), რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი", თ. ქურდოვანიძის "მზის ყვავილი", ჯ. პატრიკის "უცნაური მისის სვეიჯი", ვ. ვანიევის "ჭადრაკი" და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.5

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: