The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეველინა გუგკაევა

ეველინა გუგკაევა
დაბადების თარიღი:1938  (86 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ედისი, ჯავის რაიონი.

1957 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდიაში. 1961 წლიდან მუშაობს ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო ოსურ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გოსამა (ვლ. გაგლოევის "თქმულება დედაზე"), ჩაბახანი (ე. ბრიტაევის "ამირანი"), ზარეტა (ნ. ხალამოვის "სამარათი და მისი შვილები"), მარიკა ჩოდრიშვილი (ალ. ჩხაიძის "ხიდი"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ამარანტა (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), ჯემა უორენი (ე. ვოინიჩის "კრაზანა"), ჯენი (დ. ფსათასის "საჭიროა მატყუარა") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.71; sputnik-ossetia.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: