შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე წულაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. 1955 წელს გალის I საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კულტურის სახლის დრამატულ წრეში; 1956-1957 და 1961-1964წწ. სოხუმის თეატრის ქართული დასის მსახიობია; 1957-1961წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1964 წლიდან ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია, სოხუმის თეატრში: ზეზვა (ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი"), მეფე (გრ. აბაშიძის "მოგზაურობა სამ დროში"), პარისი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), მურზა (დ. შენგელაიას "ბათა ქექია") აბესალომი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), დავითი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი") და სხვა; ზუგდიდის თეატრში: არზაყანი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), იულიუსი (ი. ლაიზევიჩის "იულიუს ტარანტული"), გიჟუა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ისკანდერი (მ. ბოიაჯიევის "დუელი"), შალიკია (ალ. შალუტაშვილის "კატასტროფა"), გიორგი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ხარიტონი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გოგი ლეჟავა (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ფიცილა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე") და სხვა. პარალელურად ეწევა რეჟისორულ მოღვაწეობას. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. არგუნის "მოტაცებული საცოლე", მ. ბოიჯიევის "დუელი", ი. ვაკელის "აპრაკუნე" და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.71; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.89; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.102 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |