The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალოდია წულაძე

ვალოდია წულაძე
Legal name:ვარლამ წულაძე
Date of birth:18 September, 1908
Date of death:17 May, 1983  (at 74 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

თბილისის მე-15 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1933-1936წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: 1928-1932წწ. ლანჩხუთის კლუბის გამგედ, 1933-1934წწ. ლანჩხუთის "სოიუზპეჩატის" რაიგანყოფილების გამგედ; 1936-1937წწ. იყო ლანჩხუთის, 1937-1938წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრების მსახიობი; 1938-1945წწ. ლანჩხუთის თეატრის რეჟისორია; 1945-1947წწ. აბაშის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1947-1949წწ. ლანჩხუთის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1949 წლიდან დაინიშნა ლანჩხუთის კულტურის სახლის დირექტორად; თეატრში შესრულებული აქვს 200-მდე როლი. მათ შორის: სიმონა (ეგ ნინოშვილის "გურია"), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი), გოჩა (ალ. შანშიაშვილის "ლამარა"), პეტუ ავქ. ცაგარელის "ციმბირელი"), ბეგლარი (კ. კალაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ნიკიფორე (შ. დადიანის "გუშინდელნი") და სხვა. კინო როლები: ბესარიონი (პალიასტომი", 1963), ალექსი ("მიქელა", 1964), ხვიჩა ("მაცი ხვიტია", 1966), დეკანოზი ("ჩარი-რამა", 1972), ლუკაია ლაბახუა ("მთვარის მოტაცება", 1973) და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.72; 

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/60621http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=442

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: