The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კოლხიდელი

ქეთევან კოლხიდელი
ოფიციალური სახელი:ქეთევან ნაჭყებია
სხვა სახელი:კოლხიდელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1921
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 2008  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის საცდელ-საჩვენებელი სკოლა 1936 წელს; სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

1937-1952წწ. ფოთის, ხოლო 1952 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობია. ლირიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა პარალელურად წარმატებით ანსახიერებდა როგორც ტრაგიკულ, ასევე სახასიათო როლებსაც. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარ მეფე (შ. დადიანის "შოთა რუსთაველი"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ლიზა (მ. გორკის "მზის შვილები"), გაიანე, ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა), საპატარძლო (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ელისაბედ დედოფალი (უ. შექსპირის "რიჩარდ III"), მზევინარი, ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), თინა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"). ჩიტუნია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ზეფორე (პ. კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა"), ესმა (გ. წერეთელის "პირველი ნაბიჯი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი"(1957), "პიერი მილიციის თანამშრომელი" (1965), "ჯერ შეიცადეთ... ("ოტელო" ქუთაისში", 2003), "37 გარადუსი ცელსიუსით" (2005). რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ივანე მიქიაშვილის მეუღლე.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.5; წიგნი ღირსებისა: ტ. 2./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: