შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუშნი ჯოპუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭლოუ, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 1966 წელს. 1976-1977 წლებში მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსების მსმენელი იყო. 1961 წლიდან მუშაობას იწყებს სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ თეატრში. 1985 წლიდან ამავე თეტრის სამხატვრო საბჭოს მდივანი იყო ლიტერატურის განხრით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლემანი (დ. გულიას "მოჩვენებანი"), ჰენრიხი (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), დონ პედრო (კალდერონის "სიყვარულს არ ეხუმრებიან"), კასიო (შექსპირის "ოტელო"), მთხრობელი (გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი") და სხვა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "თეთრი ყაბალახი" და "ახალმთვარიანი ღამე". მის მიერ დაწერილი პიესებიდან დადგმულია "ბზარი", "აჟვეიფშას ქალიშვილი", "ნაბიჯები", "ალიაქოთი ტყეში" და სხვა. იყო "ახძ-აპშას" მესამე ხარისხის ორდენის კავალერი, 12 წიგნის ავტორი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.17-18; ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი": livepress.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |