The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუშნი ჯოპუა

რუშნი ჯოპუა
Date of birth:25 February, 1934
Date of death:9 January, 2016  (at 81 years)
Category:Playwright, Actor/Actress, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭლოუ, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 1966 წელს. 1976-1977 წლებში მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსების მსმენელი იყო.

1961 წლიდან მუშაობას იწყებს სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ თეატრში. 1985 წლიდან ამავე თეტრის სამხატვრო საბჭოს მდივანი იყო ლიტერატურის განხრით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლემანი (დ. გულიას "მოჩვენებანი"), ჰენრიხი (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), დონ პედრო (კალდერონის "სიყვარულს არ ეხუმრებიან"), კასიო (შექსპირის "ოტელო"), მთხრობელი (გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი") და სხვა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "თეთრი ყაბალახი" და "ახალმთვარიანი ღამე". მის მიერ დაწერილი პიესებიდან დადგმულია "ბზარი", "აჟვეიფშას ქალიშვილი", "ნაბიჯები", "ალიაქოთი ტყეში" და სხვა. იყო "ახძ-აპშას" მესამე ხარისხის ორდენის კავალერი, 12 წიგნის ავტორი.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.17-18; ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი": livepress.ge

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ადიღეის დამსახურებული არტისტი
  • აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • სსრკ დამსახურებული არტისტი

Share: