შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ცაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრაზე. 1968-1974 წლებში იყო კათედრის პროფესორი, 1974 წლიდან კი კათედრის გამგე; ერთდროულად 1935-1947 წლებში მუშაობდა სანიტარული და ჰიგიენის სამეცნიერო კივლევით ინსტიტუტში ჯანდაცვის ორგანიზაციის განყოფილების გამგედ. შეისწავლა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური განვითარების, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და ავადობის საკითხები და სხვა. ჰიგიენისტი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.181 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |