The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ცაბაძე

დაბადების თარიღი:3 მარტი, 1908  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1934 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის სოციალური ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრაზე. 1968-1974 წლებში იყო კათედრის პროფესორი, 1974 წლიდან კი კათედრის გამგე; ერთდროულად 1935-1947 წლებში მუშაობდა სანიტარული და ჰიგიენის სამეცნიერო კივლევით ინსტიტუტში ჯანდაცვის ორგანიზაციის განყოფილების გამგედ. შეისწავლა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური განვითარების, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და ავადობის საკითხები და სხვა. ჰიგიენისტი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.181

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: