შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ცაგარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ქუთაისის მაზრა. 1919 წელს იყო თბილისის ტრამვაის პარკის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; აქტიურად იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა ქართული დივიზიის ნაწილებში. 1929-1930წწ. იყო საქართველოს ცკ-ის ინსტრუქტორი, 1932-1933წწ. საქართველოს კომუნისტური სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის დირექტორი, 1942-1947წწ. კი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პარტიული არქივის გამგე, 1948-1952წწ. საქართველოს კპ. ცკ-თან არსებული პარტიული სკოლის დირექტორი, 1952-1963წწ. საქართველოს ცენტრალური სააარქივო სამმართველოს უფროსი. რევოლიუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |