The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ცაგარეიშვილი

დაბადების თარიღი:18 მარტი, 1901
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1983  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ქუთაისის მაზრა.

1919 წელს იყო თბილისის ტრამვაის პარკის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; აქტიურად იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა ქართული დივიზიის ნაწილებში. 1929-1930წწ. იყო საქართველოს ცკ-ის ინსტრუქტორი, 1932-1933წწ. საქართველოს კომუნისტური სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის დირექტორი, 1942-1947წწ. კი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პარტიული არქივის გამგე, 1948-1952წწ. საქართველოს კპ. ცკ-თან არსებული პარტიული სკოლის დირექტორი, 1952-1963წწ. საქართველოს ცენტრალური სააარქივო სამმართველოს უფროსი. რევოლიუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.182  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1918-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: