შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე შმელიოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მე-5 რკინიგზის სკოლა 1930 წელს. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტრანსპორტის ტექნიკუმში. 1934-1938 წლებში სწავლობდა თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1941-1945 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა ანსაბლებში მსახიობად. 1945 წლიდან ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაქსიმოვი(ბ. ლარიონოვის "მეზღვაურები"), ორლოვი(რ. სეროვის "შორს სტალინგრადიდან"), ტიტი-ნანე(კ. გოლდონის "მეთევზეები"), მილოვიდოვი(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პოლიცმეისტერი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), მარკოვი, არკადი, ბურმანი("ერთი სიყვარულის ისტორია", "ყმაწვილი ჩვენი ქალაქიდან"), ნილი(გორკის "მდაბიონი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.18 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |