შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ბასილევიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილსის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1942-1943 წლებში თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. 1943-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში სოლისტ-მოცეკვავედ, პარალელურად, 1943-1947 წლებში ქართული ცეკვების მასწავლებელი იყო მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში, თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, შრომა-გასწორების ბავშვთა კოლონიაში, აბაშის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. იგი ასრულებდა სოლო ცეკვებს: "ნეტავი გოგო მე და შენ", "ოსური დუეტი", სვანური ცეკვა "შეირადა" და სხვა. 1985 წელს იყო მსუბუქი მრეწველობის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ "ბერმუხას" მომღერალი. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.20 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |