The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ბასილევიჩ-ქორიძე

ლევან ბასილევიჩ-ქორიძე
Date of birth:3 March, 1919  (107 years)
Date of death:19??
Category:Singer, Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1942 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობად ჩაირიცხა. 1944 წელს გადავიდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში წამყვან სოლისტ-მოცეკვავედ, სადაც 17 წელი იმოღვაწა. 1943-1947 წლებში ქართული ცეკვების მასწავლებელი იყო მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში, თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, შრომა-გასწორების ბავშვთა კოლონიაში, აბაშის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ასრულებდა სოლო ცეკვებს: "ნეტავი გოგო მე და შენ", "ოსური დუეტი", სვანური ცეკვა "შეირადა" და სხვა. 1985 წელს იყო მსუბუქი მრეწველობის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ "ბერმუხას" მომღერალი. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. 

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.20; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.168

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

Share: