შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შრომის 15-ე სკოლა. 1935 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძიძა (აკ. ბელიაშვილის "თეთრი ფინია"), გოშა (კ. მაჭარაძის "ხაფანგი"), მკითხავი (ნ. ლომოურის "ქაჯანა"), ქიტო, ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ჯემალი (გ. როსებას "ყაითარი"), ივანიკა, ვირი (გ. ჩიქოვანის "ორი ქოსატყუილა), მინისტრი მშენებელი (ს. პრეობრაჟენსკის "გაზაფხულის ყვავილი"), ამპარტავანი კურდღელი (ს. მიხალკოვის "ამპარტავანი კურდღელი"), პრინცესა (ლ. ბრამესევიჩის "ჩექმებიანი კატა"), ვაჟა (ვ. ნიკოლაიშვილის "შვლის ნუკრი"), ბურატინო (დ. ძიგუას "ბურატინოს თავგადასავალი"), ბუტია (მ. სუბონინის "ბუტია"), თხუპნია (ტ. ხავთასის "თხუპნია"), ჯადოქარი ჩარამარა (ვ. ცინიბულვის "ცისფერი მარალიტი"), ბიჭი (ო. იოსელიანის "დაჩის ზღაპარი"), დედა (ნ. გერნეტის "ალადინის ჯადოსნური ლამპარი"), ყეფია (ნ. ღვინეფაძის "ჩვენი აიბოლიტი") და სხვა. იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი, ამაგდარი მსახიობი; მას დიდი დამსახურება მიუძღვის რუსთავის თოჯინების სახლმწიფო თეატრის მსახიობთა ახალგაზრდული დასის ფორმირებასა და თოჯინური ხელოვნების დაუფლების საქმეში. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დროს გამართულ ყველა საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებში თბილისის თოჯინების თეატრის მონაწილეობით. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.73 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |