შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ტალახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საშუალო სკოლა 1948 წელს. 1960-1966წწ. დაუსწრებლად სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტ-ინსტიტუტში. მუშაობდა შრომითი რეზერვების სამმართველოსთან არსებულ კულტურის სახლში, ნაციონალურ საკრავთა წრის ხელმძღვანელად. 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს დამსახურებულ ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, თავდაპირველად წამყვან სოლისტად, ხოლო 1972 წლიდან მუსიკოსად. ვირტუოზულად ასრულებდა სოლო პარტიებს მთიულურ ცეკვებში. განუმეორებელი იყო ცეკვა "შეჯიბრში". საქართველოში პირველმა შეასრულა დაკვრით ცეკვა. ანსამბლთან ერთად საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ირიცხებოდა მოცეკვავეთა ოთხეულის შემადგენლობაში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.6 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |