The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ტალახაძე

დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საშუალო სკოლა 1948 წელს. 

1960-1966წწ. დაუსწრებლად სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტ-ინსტიტუტში.

მუშაობდა შრომითი რეზერვების სამმართველოსთან არსებულ კულტურის სახლში, ნაციონალურ საკრავთა წრის ხელმძღვანელად. 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს დამსახურებულ ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, თავდაპირველად წამყვან სოლისტად, ხოლო 1972 წლიდან მუსიკოსად. ვირტუოზულად ასრულებდა სოლო პარტიებს მთიულურ ცეკვებში. განუმეორებელი იყო ცეკვა "შეჯიბრში". საქართველოში პირველმა შეასრულა დაკვრით ცეკვა. ანსამბლთან ერთად საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ირიცხებოდა მოცეკვავეთა ოთხეულის შემადგენლობაში. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: