შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი 1917 წელს. მუშაობდა სოხუმში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად მოღვაწეობდა სოხუმის დრამწრეში, მეთამბაქოეთა და მეზღვაურთა კლუბებში. 1928 წელს სოხუმში გახსნეს ქართული დრამატული თეატრის სეზონი დ. ძნელაძის ხელმძღვანელობით. 1932 წელს ქართული დრამატული თეატრი სოხუმში დახურეს და მხოლოდ 1936 წელს აღადგინეს. აღდგენის დღიდან კვლავ ქართულ დრამაში იწყებს მუშაობას მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გენერალი რიტნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), არტემიევი (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), გერვასი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბრაბანციო (უ. შექსპირის "ოტელო"), თანდილა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ჰომფარშალი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მეწისქვილე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ალექსანდრე (ა. წერეთლის "კინტო"), ბეწიკა (გ. გაბუნიას "ორჯონიკიძის ხმალი"), ყარა იუსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ექიმი (მ. გორკის "მდაბიონი"), გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ივანე (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მაზუთიანი (ავქ. ცაგარელის "ციმბირელი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.6 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |