შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესტატე ბერიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1916 წელს. სწავლის პერიოდში მღეროდა სასწავლებლის გუნდში ზ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით; 1922 წელს დაამთავრა თბლისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. 1922 წელს დაინიშნა რუსთაველის თატრის ადმინისტრატორად; 1925 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობაში; 1935 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სათეატრო მუზუმში მეცნიერ-თანამშრომლად. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის მუზეუმის ორგანიზაციულად ჩამოყალიბებასა და მასალების სისტემატიზაციაში. მისი უშუალო მონაწილეობით მუზეუმმა მოაწყო 40-მდე სხვადასხვა თემატური გამოფენა. 1951-1954 წწ. შეთავსებით მუშობდა რუსთაველის თეატრის მუზეუმში, აქვეყნებდა სტატიებს ქართული თეატრის ისტორიიდან; 1938-1941წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებისათვის" ადგენდა "საქართველოს თატრალური ხელოვნების ისტორიის კალენდარს". რეპრესიების წლებში საკუთარ სახლში გადამალა სანდრო ახმეტელის სარეპეტიციო დღიურები და სხვა ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებმაც შემდგომ ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ქართული თეატრის ისტორიის მკვლევართ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.84
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |